ადენის სრუტეში, სომალელი მეკობრეების ერთ-ერთ გემზე, რომელითაც ხშირ თავდასხმები ხორციელდებოდა, ნატო-ს საბრძოლო ხომალდმა თავდასხმა განახორციელა.
როგორც BBC იუწყება, ხომალდმა მეკობრეების გემის მისამართით, შაბათს გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, კვირას კი მეკობრეები დანებდნენ.
გემის ეკიპაჟი თექვსმეტი ადამიანისგან შედგებოდა. გემზე, მათ შორის ორი სუდანელი ტყვე.
2008 წლიდან ნატოს მისია და ევროკავშირის საზღვაო ძალები ერთად ახორციელებენ ადენის სრუტეში სავაჭრო გემების უსაფრთხო გაყვანას. სომალელ მეკობრეებს გემების გატაცებით მილიონობით დოლარი აქვთ მოპოვებული.