ნიგერიის ქალაქ პორტ-ჰარკორტის სტადიონზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 29 კი მძიმედ დაშავდა.
ამის შესახებ "გაზეტა.რუ" იუწყება, რომლის ინფორმაციითაც, სტადიონზე ინციდენტი ქვეყნის პრეზიდენტის გუდლაკ ჯონათანის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მოხდა.
პორტალის ინფორმაციით, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სტადიონზე მყოფმა ერთ-ერთმა პოლიციელმა ჯონათანის მოწინააღმდეგეთა მიტინგის დასაშლელად ჰაერში გაისროლა, რასაც ხალხში პანიკა მოჰყვა და გასასვლის დროს ჭყლეტა მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ნიგერიაში საპრეზიდენტო არჩევნები აპრილშია დაგეგმილი და წინასწარი გამოკითხვებით გუდლაკი საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტად სახელდება.