ამერიკა სირიასა და ირანში ეგვიპტისა და ტუნისის მოვლენების გამეორებას არ გამორიცხავს.
როგორ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელის ფილიპ კროულის განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკამ სირიის ხელისუფლებისგან ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.
ამასთან, ამერიკელი დიპლომატი არ გამორიცხავს, რომ ირანსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებმა შეძლება ეს ქვეყნები ეგვიპტისა და ტუნისის მაგალითამდე მიიყვანოს.
"მოვუწოდებთ სირიის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს პოლიტპატიმრები და უფლება მისცეს საკუთარ ხალხს სიტყვის თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების", - ნათქვამია დიპლომატის განცხადებაში და აქვეა აღნიშნული, რომ ვაშინგტონისთვის მიუღებელია სირიის სასამართლოს მიერ საიდუმლოდ ბლოგერი ტალ ალ-მალაუის გასამართლება და მისი დაუყოვნებელი განთავისუფლება უნდა მოხდეს.
როგორც ცნობილია, სტუდენტი ტალ ალ-მალაუი 2009 წელს დააკავეს, რადგან საკუთარ ბლოგზე პალესტინელების მხარდამჭერ სტატიებსა და მხატვრულ ნაწარმოებებს აქვეყნებდა.
გარდა ამისა აშშ-ის ადმინისტრაციამ ირანის ხელისუფლებას მოსთხოვა საკუთარ ხალხს აზრისა და შეკრების თავისუფლება მისცეს.
ამის შესახებ კი ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწის ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში დომ დონილონის განცხადებაში.
"ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ დაუშვებს ოპოზიციის მომხრეებს პროტესტის გამოხატვის უფლება მისცეს, ეს კი გავს იმას, რაც ეგვიპტელები ცნობილი მოვლენებამდე მიიყვანა. ჩვენ მოვუწოდებთ თეირანს, რომ საკუთარ ხალხს მისცეს უფლება დემონსტრაციებისა და შეკრებების", - აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწე.