კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან-დეიგოში, ტაქსმა 25 ადამიანი გაიტანა.
ამის შესახებ ინფომაციას "Associated Press" ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ტაქსი მოულოდნელად ტროტუარზე გადავიდა და დაეჯახა იქ მდგომ ხალხს, რომლებიც ღამის კლუბის წინ იდგნენ.
ინციდენტის შედეგად დაშავებულებიდან 23 ადამიანის, მათ შორის ავტომობილის მძღოლიც, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექვსი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
თვითმხილველების განცხადებით, ტაქსის მძღოლი ხალხის მასაში შევარდნის შემდეგ იქ მყოფებმა ავტომანქანიდან გადმოიყვანეს და სცემეს.
ადგილზე ვითარება მაშ შემდეგ განეიტრალდა, რაც პოლიცია ველოსიპედებით მივიდა.