ეგვიპტეში, ქალაქ ისმაილიში, შეიარაღებული პირები სამ ქრისტიანულ ტაძარში შეიჭრნენ.
ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ერთი ეკლესიის გაძარცვა მოახერხეს, ხოლო ორი მათგანის დარბევას თავი სამხედროებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გამოსვლის შემდეგ დაანებეს.
ეგვიპტეში ქრისტიანულ ეკლესიებზე თავდასხმა პირველი არ ყოფილა.
რამდენიმე დღის წინ, ქალაქ რაფახში, წმინდა გიორგის სახლების ტაძარს ყუმბარა ესროლეს.
ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.