აფხაზეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს რუსეთის მოქალაქე დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" ავრცელებს.
ინციდენტი დღეს, ღამის 01:00 საათზე სოხუმის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რომლის დროსაც ოთხი რუსი რკინიგზელი დაიღუპა.
"მერსედერსის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ტროტუალზე გადავიდა და იქ მდგომ ოთხ ადამიანს დაეჯახა, რომლის დროსაც ერთი ადგილზე, ხოლო სამი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპნენ.
ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. სამართალდამცველებმა უკვე აღძრეს.