ეგვიპტის არმიის ჯარისკაცებმა ქაიროში, ტაჰირის მოედანზე, კარვების დემონტაჟი დაიწყეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მოედანზე ოპოზიციის მომხრეების მიერ გაშლილი კარვების ნაწილი უკვე აღებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
ამასთან, მიუხედავად ჰოსნი მუბარაქის გადადგომისა, რამდენიმე დემონსტრანტი მოედანზე კვლავ რჩება. მათ სამხედროებს კარვების დემონტაჟის დროს წინააღმდეგობა გაუწიეს.
ინციდენტის შედეგად რამდენიმე დემონსტრანტია დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის პრეზიდენტმა პოსტი 11 თებერვალს დატოვა.