ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თურქეთის, იორდანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების ერთობლივად განხილვისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის პრეზიდენტი მიესალმება ეგვიპტის შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭოს განცხადებას, რომელებიც ეგვიპტის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები დასაცავად მზად არიან.
ასევე ვაშინგტონი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ეგვიპტეს გარდამავალ ეტაპზე დახმარება აღმოუჩინოს.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის პრეზიდენტის პოსტი ჰოსნი მუბარაქმა 11 თებერვალს დატოვა, რის შემდეგაც ხელისუფლება დროებით შეიარაღებული ძალების უმაღლესმა საბჭომ გადაიბარა.