საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის 31 იანვარს, თბილისში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, 16 და 17 თებერვალს, დაგეგმილია ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნურად შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც ზემოთხსენებულ ტერიტორიაზე გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.
„ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი იქნება ჩართული. ასევე, მყვინთავთა ჯგუფები, წყლის საშუალებები და საფრენი აპარატები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.