ეგვიპტეში პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის გადადგომის შემდეგ სიტუაცია სტაბილურია.
მოსახლეობა სამსახურებს ხვალიდან დაუბრუნდება. ქვეყნის საფონდო ბაზარი კი ოთხშაბათს განახლდება.
მოსახლეობამ კაიროს ცენტრალურ - ტაჰირის მოედნიდან დამწვარი მანქანები აიღეს. ამ წუთებში რამდენიმე დემონსტრანტი კვლავ იმყოფება ტაჰირის მოედანზე. მათ წინააღმდეგობის გაწევა სცადეს სამხედროებთან. სამხედროებმა მათი რამდენიმე ლიდერი დააკავეს.
ჰოსნი მუბარაკის პოსტი 11 დეკემბერს დატოვა. მისი ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე უცნობია. ქვეყანას დროებით შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭო ხელმძღვანელობს.