რუსეთის სახელმწიფოს მეთაური და სხვა რუსი მაღალჩინოსნები მომავალში კვლავინდებურად გააგრძელებენ კურილიის კუნძულების მონახულებას. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სერგეი ნარიშკინისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის სეიდზი მაეჰარას შეხვედრაზე გაკეთდა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
ნარიშკინისა და მაეჰარას შეხვედრა დღეს მოსკოვში გაიმართა.
"რა თქმა უნდა პრეზიდენტიც და სხვა ოფიციალური პირები მომავალში კვლავინდებურად გააგრძელებენ რუსეთის რეგიონების მონახულებას, მათ შორის კურილიის კუნძულების მონახულებასაც", _ იუწყება კრემლის პრესსამსახური და აღნიშნავს, რომ ამასთან ერთად რუსული მხარე კვლავინდებურად მზადაა განიხილოს მშვიდობიანი შეთანხმების თემები - "წინასწარი ცალმხრივი ისტორიული ბმულების გარეშე", _ აცხადებენ კრემლში.