მოსკოვში, თეატრალურ მოედანზე ოპოზიციის მიტინგი მიმდინარეობს.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლები მორიგ "რისხვის დღეს" ატარებენ.
მიტინგის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციის ჩატარება შეთანხმებულია. როგორც მიტინგის მსვლელობისას, მისმა ერთ ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა "ლევი ფრონტის" კოორდინატორმა სერგეი უდალცოვმა განაცხადა, მიტინგი მიმდინარეობს ლოზუნგით - "დროა შეიცვალოს ხელისუფლება! ხელისუფლება ხალხს!".