დღეს, ალჟირის დედაქალაქის ცენტრში პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკება მოხდა. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
აკრძალვის მიუხედავად, ოპოზიციამ ქუჩაში თავიანთი მომხრეები მაინც გაიყვანა და მმართველი რეჟიმის შეცვლა მოითხოვა.
ათასობით პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე დედაქალაქის საკვანძო წერტილებშია გადასროლილი. მათ შორის, ისინი თანხმობისა და წამებულთა მოედნებზეც იმყოფებიან.
ქალაქის ყველა შესასვლელი გადაკეტილია, ყველგან გაძლიერებული ბლოკპოსტი დგას. გაძლიერებული დაცვის ქვეშ არიან, ასევე, სამთავრობო დაწესებულებები. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.