უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს, გიორგი ჩუბითიძეს, რომელიც რუსეთის ტყვეობაშია, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
განაჩენი გამოიტანა ოკუპირებული დონეცკის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ.
ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ საქართველოს 42 წლის მოქალაქეს, გიორგი ჩუბეთიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნისთვის” და ჯამში ხუთი რუსი ჯარისკაცის მკვლელობისთვის.
მათი ინფორმაციით, ჩუბეთიძე 2023 წლის შემოდგომაზე ტყვედ ჩავარდა.
2024 წლის თებერვლიდან რუსეთში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი კიდევ ერთ ქართველ მოხალისეს, გიორგი გაწერელიას.