პაკისტანის ქალაქ რავალპინდის სასამართლომ ექს-პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფის დაპატიმრების ორდერი გასცა.
მუშარაფის სახელს ექს-პრემიერ ბენაზირ ბხუტოს მკვლელობასთან აკავშირებენ.
მოსამართლეებმა დაპატიმრების ორდერის გაცემის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პაკისტანის გამოძიების ფედერალურმა სააგენტომ საბრალდებო დასკვნა დადო.
ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუშარაფმა ბენაზირ ბხუტოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ შეძლო, რომელიც 2007 წლის 27 დეკემბერს ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები