რატომ ითმენდით ამას დიდ დიღომში?! სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა! მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები!- ასე ეხმიანება პროიკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს ბილისში მოკლული მასწავლებლის დედა.
ეკა კუპატაძემ პროკურატურას მადლობა გადაუხადა.
„შოკი მაქვს ხალხო, ვიცი, რომ თქვენც შოკი გაქვთ. მადლობა პროკურატურას! რატომ ითმენდით ამას დიდ დიღომში?! სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა! დალეწილი ხალხის მშობლებო, რატომ გეძინათ?! თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი! მე ვიცოდი როგორი შვილი მყავდა, ამიტომ არ დავიხიე უკან. მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები. რატომ ითმენდით?“- განაცხადა ეკა კუპატაძემ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ გააკეთა. პროკურორის ინფორმაციით, საუბარია ძალადობის კიდევ 4 ეპიზოდზე.
პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების - ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდების ამსახველ ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს, მათ შორის პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალაში ჩანს ალექსანდრე გაბაშვილი სხვადასხვა სახის იარაღით. ძალადობის 4 ეპიზოდიდან ოთხივეში მონაწილეობს გიორგი რიკაძე; ასევე, დიმიტრი ჩიქოვანი. ალექსანდრე გაბაშვილი კი 2- ეპიზოდში.