რუსეთის ფედერაციის მოსახლეობა 2050 წლისათვის 140 მილიონი ადამიანიდან 116 მილიონ ადამიანამდე შემცირდება. ამასთან ერთად პენსიონერების თანაფარდობა შრომისუნარიანი მოსახლეობის მიმართ 18 %-დან 39 %-მდე გაიზრდება. სახელმწიფო ვალი კი მთლიანი შიდა პროდუქტის 585 % მიაღწევს.
აღნიშნული მონაცემები რეიტინგულმა სააგენტომ "Standard & Poor's" (S&P)- მა გამოაქვეყნა.
"ჩატარებული ანალიზის თანახმად, რუსეთში დამოკიდებულების კოეფიციენტი 2050 წლისათვის 2010 წლის 18 % შედარებით - 39 % მდე გაიზრდება", _ ნათქვამია კვლევა "მოსახლეობის დაბერება 2011"-ში.
ამას გარდა, სააგენტოს ინფორმაციით, შრომისუნარიანი მოსახლეობის წილი 2050 წლისათვის დღევანდელი 72 % დან 60 % მდე დაეცემა.