მსოფლიო ლიდერები ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის გადადგომას ეხმაურებიან.
"მუბარაქმა ხალხის ნება აღასრულა. ახლა აუცილებელია, ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული პროცესები განვითარდეს", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
როგორც ოფიციალური თელ-ავივი აცხადებს, ისრაელს იმედი აქვს, რომ მუბარაკის გადადგომის შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდება და დამშვიდდება.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონმა ეგვიპტელ ხალხს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
"ეგვიპტის ხელისუფლებას რეალურად აქვს შანსი, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს", - ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა გააკეთა.
განცხადება გააკეთა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც. ბაიდენის თქმით, ეს უდიდესი დღეა ეგვიპტელი ხალხისთვის. "ქვეყანა სწორით გზით უნდა განვითარდეს. აუცილებელია ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და მოვიდეს ისეთი კანდიდატი ქვეყნის სათავეში, რომელიც ეგვიპტეს დემოკრატიული პროცესებისკენ წაიყვანს", - განაცხადა ბაიდენმა.
პრეზიდენტმა მუბარაკმა პრეზიდენტის პოსტი დღეს დატოვა. ამის შესახებ ქვეყნის მოსახლეობას სახელმწიფო ტელევიიზიით ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა ომარ სულეიმანმა განუცხადა.