ბატონი ანიტა რევოლუციის მოწყობისას გაჭრილი კარტია, მისი პოლიტიკური განცხადებები უკვე არავის აინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
გორდულაძის თქმით, ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, საკუთარი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს.
„საბრალდებო სკამზე მჯდომი ბატონ ანიტას განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ მინდა. ბატონი ანიტა რევოლუციის მოწყობისას გაჭრილი კარტია, მისი პოლიტიკური განცხადებები უკვე არავის აინტერესებს. ის ცდილობს, საკუთარი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს. ბატონი ანიტა ერთ რამეშია მართალი, რომ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის არევის შანსი არ აქვს“, – აღნიშნა გორდულაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა: „ვიღაცას უნდა ეყოს გამბედაობა, ამ დროისთვის, რუსმა ოლიგარქმა მოუგო ქართველ ხალხს. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ დროისთვის უგებს. ბრძოლა წაგებულია, ომი არ წაგვიგია.