ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ მოვისმინეთ ზუსტად ის, რასაც ველოდით - აშშ-ის ორივე პარტია ისე არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებაში, როგორც უნდა იყოს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკული დელეგაციის წევრები ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე,
ბარამიძემ აღნიშნა, რომ როდესაც დასავლელი პარტნიორები შეერთებულ შტატებში დაბრუნდებიან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თანამშრომლები "ყველაფერს მიიღებენ მხედველობაში და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება საქართველოსთან მიმართებაში".
"ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ მოვისმინეთ ზუსტად ის, რასაც ველოდით, რომ ორივე პარტია ამერიკის შეერთებული შტატების არის განწყობილი ისე, როგორც უნდა იყოს საქართველოსთან მიმართებაში, რომ მათ კარგად იციან საქართველოს მნიშვნელობა, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რა იყო საქართველო აქამდე, როგორი სახელმწიფო იყო და ის დღეს რა მდგომარეობაა ჩვენ ქვეყანაში, ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები და როდესაც ჩავლენ, ბუნებრივია, ის კონგრესმენები, რომლებიც საგარეო საქმეთა კომიტეტში მუშაობენ ორივე პარტიიდან, ამ ყველაფერს მიიღებენ მხედველობაში და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება საქართველოსთან მიმართებაში," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.