გამოცემა The Hill წერს, რომ სტივ ნიკანდროსმა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, 2026 წლის იანვარში წერილი გაუგზავნა სულ მცირე ერთ რესპუბლიკელ კონგრესმენს ხმის MEGOBARI აქტის წინააღმდეგ მიცემის თხოვნით.
გამოცემა წყაროების დაცვის მიზნით კანონმდებლის ვინაობას არ ასახელებს.
წერილში ნიკანდროსი აღნიშნავს, რომ მისი კომპანია საქართველოში მომდევნო ორი წლის განმავლობაში 100 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი საინვესტიციო პროგრამის განხორციელებას გეგმავს. მისი თქმით, MEGOBARI აქტი და თბილისის წინააღმდეგ შესაძლო სანქციები ზიანს მიაყენებს საქართველოში მოქმედ ამერიკულ ბიზნესებს.
The Hill წერს, რომ კანონპროექტს ფართო მხარდაჭერა აქვს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანონმდებლებს შორის. ის წარმომადგენელთა პალატამ მარტში ფართო, ორპარტიული უპირატესობით მიიღო, მაგრამ სენატში მისი წინსვლა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მარკვეინ მალინმა დაბლოკა.
კანონპროექტი მარტში წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო, თუმცა სენატში მისი წინსვლა რესპუბლიკელმა სენატორმა მარკვეინ მალინმა (ოკლაჰომა) დაბლოკა. ნიკანდროსი მალინის საარჩევნო კამპანიისა და მისი პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის დონორია. თავად მალინმა The Hill-ს განუცხადა, რომ მისი პოზიცია MEGOBARI აქტის მიმართ ნიკანდროსთან კავშირში არ არის.