ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკი პრეზიდენტობიდან გადადგა. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა ომარ სულეიმანმა სახელმწიფო ტელევიზიაში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მუბარაკმა თანამდებობა ქვეყნის უმაღლეს სამხედრო წარმომადგენლობას გადააბარა.
მუბარაკმა კაირო რამდენიმე საათის წინ დატოვა. ამ ეტაპზე უცნობია მისი ზუსტი ადგილსამყოფელი.
ეგვპტის ოპოზიციის ლიდერმა მუჰამედ ელ ბარადეიმ განაცხადა, რომ ეს უდიდესი დღეა ეგვიპტის ისტორიაში. "ეგვიპტე თავისუფალია", - განაცხადა ბარადეიმ.
ეგვიპტის ათიათასობით მოქალაქე კაიროს ცენტრალურ ტაჰირის მოედანზე რევოლუციას ზეიმობს. ისინი მუბარაკის გადადგომას 25 იანვრის შემდეგ ითხოვენ.