გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, BMW-ს მარკის ავტომობილი მას იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა. გოგონა ადგილზე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.