ვიმედოვნებ, რომ კონგრესი მიიღებს ზომებს, რათა ფინანსური სანქციები დააწესოს და დასაჯოს „ქართული ოცნების“ რეჟიმი, - ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა ლორა თორნტონმა "ტვ პირველთან' ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა 100%-ით ორპარტიულია.
"ვიმედოვნებ, რომ კონგრესი მიიღებს ზომებს, რათა ფინანსური სანქციები დააწესოს და დასაჯოს „ქართული ოცნების“ რეჟიმი. არ ვიძლევი გარანტიას, რომ ეს მოხდება, მაგრამ აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს დემოკრატიისთვის მებრძოლებს ბევრი მოკავშირე ჰყავთ და იმედი მაქვს ეს საბოლოოდ მოხდება. ქართველი ხალხი წარმოუდგენელ საქმეს აკეთებს, ყოველდღიურად მიმდინარე პროტესტი არაჩვეულებრივია. მოლოდინი არსებობს, რომ მოქმედი ხელისუფლება ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ მოიძულა მოკავშირეები, სავაჭრო პარტნიორები და ირანსა და რუსეთს ჩამოეკიდა, რაც წარმატების მომტანი არ არის. იმედი მაქვს, რომ საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებას უფრო ნათელი მომავალი ექნება და გათავისუფლდება „ქართული ოცნებისგან“ და ბიძინა ივანიშვილისგან, - განუცხადა "ტვ პირველს" თორნტონმა.