უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დანიშნა. ბროდოვიჩი მანამდე სლოვენიაში უკრაინის ელჩი იყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საქართველოში უკრაინის ელჩის თანამდებობა ვაკანტურია 2022 წლიდან, როდესაც იგორ დოლგოვმა ქვეყანაში დიპლომატიური მისია დაასრულა.
ამის შემდეგ, უკრაინა საქართველოში წარმოდგენილი იყო საქმეთა დროებითი რწმუნებულების დონეზე. 2025 წლიდან საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობას რომან იაკოვენკო იკავებს.