ვნუკოვოს აეროპორტმა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობა განაახლა.
"ხაზები მთლიანად გაწმენდილია. ავარიულად დაშვებული თვითმფრინავი კი სადგომზე გადაიყვანეს", _ აცხადებს აეროპორტის პრესმდივანი.
ვნუკოვოს აეროპორტის მუშაობა დროებით შეიზღუდა Hawker-125-ის ავარიული დაშვების გამო. აეროპორტიდან თვითმფრინავები მხოლოდ გაფრენას ახორციელებდნენ, თვითმფრონავის მიღება კი არ ხდებოდა.
ავარიული დაშვების შედეგად დაშავებულები არ არიან. ბორტზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ. თვითმფრინავში ეკიპაჟის მხოლოდ ორი წევრი იყო.
თვითმფრინავი ვარშავა-მოსკოვის მარშრუტს ასრულებდა.