დღეს, 30 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები შვედეთიდან დაბრუნდებიან. ისინი სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან შვედეთში, ქ. იავლეში.
სასწავლო ვიზიტის დროს შვედმა სპეციალისტებმა სააგენტოს სამსახურების უფროსებს კონსულტაციები გაუწიეს ადამიანური რესურსების, კომუნიკაციების, ფინანსურ და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით.
სასწავლო ვიზიტი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) პროექტის "NAPღ-ის ორგანიზაციული განვითარების და მომხმარებელთა გაუმჯობესებული მომსახურების" ფარგლებში მიმდინარეობდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები შვედეთში 22 ნოემბერს გაემგზავრნენ.