"კავკაზცენტრი""YouTube"-ის ადმინისტრაციას რუსეთის ხელისუფლების ინტერესების გატარებაში ადანაშულებს. "კავკაზცენტრი" ინფორმაციით, "YouTube"-ს ადმინისტრაცია "სისხლიანი ჩეკისტების ბანდის ინტერესებს იცავს და რეგულარულად შლის ვიდეოფაქტებს, სადაც ასახულია პუტინის რეჟიმის დანაშაულებები მშვიდობიანი ჩეჩენი და კავკასიელების მიმართ".
"კავკაზცენტრის" ინფორმაციით, ამჯერად "YouTube"-ს ადმინისტრაციამ საიტიდან უფლებადამცავი ორგანიზაციის "მემორიალის" მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი მოხსნა, სადაც ასახული იყო 2000 წელის თებერვალში სოფელ ალდიში რუსების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის ფაქტი.
"ფილმი მომზადებული იყო ცნობილი უფლებადამცველის ნატალეი ესტემიროვას მიერ, რომელიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ქილერმა მოკლა. "YouTube"-მა ფილმი რუსეთის ზეწოლით მოხსნა, თითქოს მასში შესულია უცენზურო სცენები", - აღნიშნავს "კავკაზცენტრი".