თბილისის ცენტრში, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე, 51-ე სკოლის წინ კაცი ავტომობილით შეეჯახა რკინის ბარიერს, შემდეგ კი გაქცევა სცადა.
"რადიო თავისუფლების" ცნობით, კაცი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, პოლიციის მიახლოებისას დანა ამოიღო და რამდენჯერმე მოიქნია. პოლიციამ მას სპეციალური საშუალება შეასხა, რამაც მას მხედველობა შეუზღუდა. კაცს ყინულზე ფეხი აუსრიალდა და დაეცა, რის შემდეგაც ის დააკავეს.
პოლიციამ მის გასანეიტრალებლად ხელკეტები გამოყენა. კაცი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
არსებული ცნობებით, არავინ დაშავებულა.
კადრი: რადიო თავისუფლება