ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოვმა ე.წ. მთავრობის დათხოვნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ინფორმაცია 21 იანვარს მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.
მათივე ინფორმაციით, გაგლოევმა ე.წ. პრემიერ-მინისტრი კონსტანტინე ჯუსოევი „თანამდებობიდან“ გაათავისუფლა და „პრემიერ-მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებლად ე.წ. ვიცე-პრემიერი ძამბოლატ თედეევი დაინიშნა.
გგალოევის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქმედ „მინისტრთა კაბინეტს“ მოვალეობების შესრულება ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე დაევალა.