მზია ამაღლობელის ძმამ რუსთავის ქალთა ციხე დატოვა - როგორც მალხაზ ამაღლობელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დაპატიმრებული ქალი ჟურნალისტი შეწყალების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
„არაფერი უთქვამთ [შეწყალებასთან დაკავშირებით] არც გუშინ. არავითარი ინფორმაცია არ აქვს საერთოდ. მოლოდინიც არ აქვს. თავს მხნედ გრძნობს, შემართებით არის. როგორც მას არ აქვს ინფორმაცია, ისე არ გვაქვს ჩვენც.
თქვა, რომ „ერთ წელიწადში შევხვდებით, როცა გამოვალო“, მანამდე არავითარი მოლოდინი არ აქვს.
ჩვენ, ყოველ შემთხვევაში დაველოდებით. მზია თუ არა შესაძლოა სხვა პატიმარი გამოვიდეს“,- განაცხადა მალხაზ ამაღლობელმა.
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა. იყო მოლოდინი, რომ შეწყალება შესაძლოა, შეხებოდათ აქციების დროს დაკავებულ პირებს, რის გამოც, როგორც რუსთავის, ასევე გლდანის ციხესთან მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები მივიდნენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია იმ პირთა ვინაობა, ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა.
ფოტო Mo se