აღარაფრის მოლოდინი აღარ გვაქვს, წავალთ გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან,- ამის შესახებ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ტერიშვილის დედამ მარინა ტერიშვილმა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა.
წუხელ მე აქიდან წავედი გამთენიის 03:30 -საათზე. დღეს დილით ისევ მოვედით, მიუხედავად იმისა, რომ არაფრის მოლოდინი არ გვაქვს. სასამართლოა ჩანიშნული დღეს 12 საათზე, წავალთ ალბათ და იქ მაინც ვნახავ ჩემს შვილს. სირცხვილი ამათ! თავიდანვე ტყუილებით არიან მოსული [ხელისუფლებაში] და თავიანთ ცხოვრებასაც ასე ტყუილით დაამთავრებენ. ჩვენ კი წელიწადზე მეტია, ვუძლებთ და კიდევ გავუძლებთ “, - აღნიშნავს მარინა ტერიშვილი.
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა. იყო მოლოდინი, რომ შეწყალება შესაძლოა, შეხებოდათ აქციების დროს დაკავებულ პირებს, რის გამოც, როგორც რუსთავის, ასევე გლდანის ციხესთან მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები მივიდნენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია იმ პირთა ვინაობა, ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე