თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი იტალიური ეზოს ტიპის საცხოვრებლის ფასადს მოეკიდა. როგორც მედიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცნობეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, ადგილზე რჩებიან სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.