ეგვიპტის პრეზიდენტმა ხოსნი მუბარაკმა და მისმა ოჯახმა დატოვეს კაირო, მაგრამ არა ეგვიპტე. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი "ალ არაბია" ავრცელებს.
როგორც ისრაელის ტელეკომპანია იუწყება, მუბარაკი და მისი ოჯახი შარმ ელ შეიხში მიემგზავრებიან.
ამის შესახებ უცხოურ მედიასაშუალებებში ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამ წუთებში კაიროს ცენტრალურ ტაჰირის მოედანზე მილიონზე მეტი ადამიანია შეკრებილი. ისინი ითხოვენ, რომ მუბარაკიმ თანამდებობა სასწრაფოდ დატოვოს.