თბილისის მერიის განცხადებით, მოსული ნალექის გამო თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე სპეცტექნიკის საშუალებით გზები ინტენსიურად იწმინდება. ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით გზებზე ტექნიკური მარილი იყრება.
"სამუშაოებში 24-საათიან რეჟიმში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი და შესაბამისი სპეცტექნიკა.
გზის გაწმენდის სამუშაოებს მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა. მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალის ქუჩებში, სადაც ამის საჭიროება იყო.
საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22", - აღნიშნულია განცხადებაში.