დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ.
გზის გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა. სამუშაო პროცესში ჩართულია 51 ერთეული სპეცტექნიკა და 150-მდე თანამშრომელი.
მოსახლეობას მოვუწოდებთ, თოვლიან ამინდში მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ. საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22 და დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება.