ირანის საელჩოსთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, ერთი ადამიანი დააკავეს.
აქციის მონაწილე სამართალდამცველებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, რომ გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყო და პროტესტი ტროტუარზე განეგრძო, ის საავტომობილო გზიდან არ გადავიდა.
მედიის ცნობით, დაკავებული ნუცა მახარაძეა.
ირანის საელჩოსთან აქცია ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილი არიან საქართველოსა და ირანის მოქალაქეები.
ისინი სოლიდარობას უცხადებენ ირანში მიმდინარე პროტესტს.
ირანში, უკვე ორ კვირაზე მეტია, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მიმდინარეობს. თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მასშტაბური გამოსვლები ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის ფონზე დაიწყო, რამაც ქვეყანაში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
ირანის მმართველი რეჟიმი დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდება. Reuters-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს, რეჟიმის მიერ დაახლოებით 2000-მდე ადამიანია მოკლული. სხვა წყაროების ინფორმაციით, ირანში დაღუპულ დემონსტრანტთა რაოდენობა შესაძლოა 12 000-დან 20 000-მდე აღწევდეს.