საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მულტიკულტურალიზმის პოლიტიკის ჩავარდნა აღიარა. მისი თქმით, ინტეგრაციის ფრანგული სისტემა არაეფექტური აღმოჩნდა.
"პასუხი აშკარაა: ეს ჩავარდნაა. ჩვენ არ გვსურს საფრანგეთის ქუჩებში რელიგიურად შემოსილი ხალხის საჩვენებელი გამოსვლა ვიხილოთ. წინააღმდეგნი ვართ, რომ საფრანგეთის ტერიტორიაზე სხვა ხალხი საკუთარ რწმენაზე გადავიყვანოთ. საფრანგეთის ეროვნულ საზოგადოებას თავისი ცხოვრების, ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის, სკოლაში გოგონების თავისუფლად ტარების წესის შეცვლა არ სურს. ჩვენ საერო ქვეყანა გვაქვს, სადაც ლოცვა არავის უკვირს. მაგრამ არ გვსურს ქუჩებში რელიგიური მოკაზმულობის საჩვენებელი გამოსვლები,"_განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ევროპაში მულტიკულტურული საზოგადოების იდეის სრული ჩავარდნის შესახებ პრემიერმა დევიდ ქემერონმა განაცხადა. ბრიტანეთის ხელისუფლების მეთაურმა აღნიშნა, რომ ასიმილაციის პოლიტიკამ დროის გამოცდას ვერ გაუძლო. ასეთი შეხედულების გამო ქემერონი ძალადობასა და ულტრამემარჯვენეების მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.