მილიარდელმა და ტელეწამყვანმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ივნისში გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას. ამის შესახებ მან ვაშინგტონში გამართულ ამერიკის რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურ კონფერენციაზე განაცხადა.
"დღესდღეობით ამერიკას მთელი მსოფლიო დასცინის,"_განაცხადა ტრამპმა და ამით ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ ფიქრობს სერიოზულად, მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.
ამასთან, მილიარდელმა აშშ-ის დღევანელი ლიდერებიც გააკრიტიკა, რადგან მათ უნარი არ შესწევთ, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა გაერთიანებასა და ჩინეთთან თანაბარი მოლაპარაკება აწარმოონ.
მასალის გამოყენების პირობები