დაღესტანში მასობრივ შეტაკებაში 150 კაცზე მეტი მონაწილეობდა. შედეგად ერთი ადამიანი დაზარალდა.
"კონფლიქტი რელიგიათშორისი დაპირისპირების ნიადაგზე ვაჰაბიზმის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკების მონაწილეებმა ტრავმატული იარაღი გამოიყენეს, რის გამოც ერთ-ერთი დაიჭრა".
დაღესტნის ამ ტერიტორიაზე ომონისა და მილიცის დამატებითი ძალები, დაახლოებით 100 ძალოვანია მობილიზებული.
მიმდებარე სოფლებში სიტუაციას სამართალდამცავი ორგანოები აკონტროლებენ.
მასალის გამოყენების პირობები