"იაპონია კურილიის კუნძულებზე რუსეთის ქმედებებს თვალყურს ადევნებს", - ამის შესახებ განცხადება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა გააკეთა.
იუკიო ედანომ აღნიშნა, რომ ამის მიზეზი სადავო ტერიტორიაზე რუსეთის მიერ სამხედრო ძალის შეყვანის შესახებ გაკეთებული განცხადება გახდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ რუსეთში დღეს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტია დაგეგმილი. სეიდი მაჰარა სადავო ტერიტორიის საკითხზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვთან აპირებს შეხვედრას.