აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ეგვიპტის ხელისუფლებამ უნდა მოიფიქროს კონკრეტული, არაორაზროვანი და ნდობაზე დამყარებული გეგმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად.
"ეგვიპტის ხალხს განუცხადეს, რომ გარდამავალი პერიოდისთვის "საგზაო რუკა" არსებობდა, თუმცა ბოლომდე არ განმარტეს, როდის დაიწყება გარდამავალი პერიოდი (მუბარაქის რეჟიმიდან დემოკრატიისკენ) და რამდენად მნიშვნელოვანია თავისი არსით,"_განაცხადა ობამამ ისე, რომ ეგვიპტის პრეზიდენტის ვინაობა არ დაუსახელებია.
"ბევრი ეგვიპტელი ვერ დაარწმუნეს, რომ მათი ხელისუფლება დემოკრატიაზე გადასვლისთვის სერიოზულადაა განწყობილი. ეგვიპტის ხელისუფლებამ დაწვრილებით უნდა განაცხადოს საუთარი განზრახვის შესახებ,"_ განაცხადა ბარაკ ობამამ.
შეგახსენებთ, გუშინ საკუთარ ხალხთან მიმართვისას ჰოსნი მუბარაქმა, მოლოდინის მიუხედავად, გადადგომის შესახებ არ განაცხადა. ამ დრომდე ქაიროს ტაქრირის მოედანზე საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. ამბოხებულები მუბარაქის გამოსვლამ არ დააკმაყოფილა.
მასალის გამოყენების პირობები