ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი მომავალ კვირას ეგვიპტეში ჩავა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, კეშტონი იმ რევოლუციონერების მონახულებას გეგმავს, რომლებიც ეგვიპტის ტაჰრირის მოედანზე დაბანაკდნენ.
EUობსერვერ-ის ინფორმაციით, ეშტონი ეგვიპტეში პოსტრევოლუციურ ტუნისში 14 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ჩავა.
"ქალბატონ ეშტონს ოპოზიციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შედეგებს ბატონი სულეიმანი გააცნობს... ეშტონი "ყველა პოლიტიკურ ძალასთან", მათ შორის "მუსლიმთა საძმოსთან" შეხვედრასაც გეგმავს", -წერს EUobserver.
მასალის გამოყენების პირობები