არსებობს საშიშროება, რომ ეგვიპტეში დიდი სოციალური აფეთქება მოხდეს. ამის შესახებ ეგვიპტის ოპოზიციის ლიდერმა მუჰამედ ელ ბარადეიმ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
"სხვა გზა არ არის. მოსახლეობა ვერც მუბარაკის პრეზიდენტობას და ვერც სულეიმანის პრეზიდენტობას შეეგუება. ქვეყანა შეიძლება სერიოზული პრობლემის წინაშე დადგეს. ეგვიპტე დიდი აფეთქების ზღვარზეა", - განაცხადა ბარადეიმ.
პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტს სექტემბრამდე არ დატოვებს. მისი განცხადების შემდეგ კაიროს ცენტრალურ ტაჰირის მოედანზე ასიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. დემონსტრანტები მუბარაკის სასწრაფო გადაყენებას ითხოვენ.