სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დღეს სამი მუხა დაირგო. მუხები საქართველოში ყველაზე დიდი გვარების ბერიძეებმა, მაისურაძეებისა და გელაშვილების წარმომადგენლებმა დარგეს.
როგორც უწმინდესმა ბრძანა ტაძრის ეზოში დარგული სამი მუხა წმინდა სამებისა და საქართველოს ერთიანობის ნიშანი იქნება.
პატრიარქმა დღევანდელი წირვა-ლოცვისა და ქადაგების შემდეგ ანდრონიკაშვილების, გობრონიძეებისა და ზუმბარაძეების გვარი, ასევე, თბილისის #23-ე და #123-ე სკოლების მოსწავლე-მასწავლებლები დალოცა.