პროკურატურასთან მოკლული მასწავლების, გიგა ავალიანის ოჯახის წევრების აქცია გაიმართა.
გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე და ოჯახის სხვა წევრები, ისევე როგორც მათი მხარდამჭერები, გენერალური პროკურორის გადადგომას და საქმის სწორად გამოძიებას ითხოვენ.
გიგა ავალიანის დედა აცხადებს, რომ თუ 17 იანვრამდე გენერალური პროკურორი არ გადადგება, შიმშილობას დაიწყებს და საპროტესტო აქციებიც გაიმართება.
"მე ჩემს შვილს გულიდან არ მოვიწყვეტ, ვერ გამაჩერებთ, არ ჩაატარეთ ეფექტური გამოძიება. აქ ვარ, ჯერ მე უნდა გადამიაროთ, გიგას საფლავს უნდა გადაუაროთ! არ არსებობს ადამიანი, ვისაც გიგას საფლავს გადავატარებ!
გადადგები გიორგი გვარაკიძე, ან შენ, ან მე!“ - თქვა ეკა კუპატაძემ
მისი თქმით, არ აპირებს ექიმებისთვის ხელის დაფარებას და ყველა ექიმი დაჯდება საბრალდებო სკამზე.
იცით ეს რა არის? - ეს არის გიგას თავის ქალის სურათები. მე არ მჯერა, ის პროკურორი ჩამოვიდეს, ვისაც სჯერა, რომ ჩემი ჯანმრთელი 28 წლის შვილის თავის ქალა ამ წითელი ნიშნებით, შუბლიდან ცხვირამდე არის გატეხილი, გახეთქილი. აი აქ იცით რა არის? - უკვე დაზიანებული თავის ქალა. მე არ ვაპირებ არცერთ ექიმზე ხელის დაფარებას, ყველა ექიმი დაჯდება საბრალდებო სკამზე.
ბიჭებს შეტენიან გიგას მკვლელობას, აგერ თქვენ, აგერ მე," - თქვა ეკა კუპატაძემ.
ფოტო: ნეტგაზეთი