ჩვენ გვაქვს მზაობა, ევროკავშირთან ურთიერთობები განახლდეს, თუმცა უნდა იყოს შემხვედრი ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ 21 ნოემბერს, როდესაც შეხვედრა იყო ჩანიშნული, ეს შეხვედრა თვეებით ადრე მზადდებოდა და ჩვენი დელეგაცია უნდა ჩასულიყო ევროკავშირში, რათა ფაქტებით და მტკიცებულებებით გაეარათ ყველა ბრალდება, რომელიც ევროკავშირის მხრიდან ისმის. მათ ეს შეხვედრა გაუგებარი მიზეზის გამო გადადეს. შეხვედრა პირდაპირ ჩაშალეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მზად არ არიან, გვესაუბრონ და საგნობრივ დიალოგში შემოვიდნენ. მათგან მხოლოდ აღქმებზე დაფუძნებული კრიტიკა უნდა ვისმინოთ. ისინი ამ მიდგომებს თუ შეცვლიან, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ევროკავშირისთვისაც, ვინაიდან, ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. [პირველი არხი]