აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობას მართავენ.
მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით,- "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".
აქციის მონაწილეები სკანდირებენ,- "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს". მათ გამოტანილი აქვთ საქართველოს, უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის დროშები. ამ მომენტისთვის აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის, საავტომობილო გზის ნახევარი აქვთ გადაკეტილი. ადგილზეა პოლიციაც.