საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო, მატარებლებს გადაადგილებისას გზაზე, პერიოდულად იქმნება სხვადასხვა სახის დაბრკოლებები.
"არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ. იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.