ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი აკეთებს პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მოვა რუსეთის ხელისუფლების სათავეში 2012 წელს. მისი აზრით, ახლანდელი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი პოსტს დაიტოვებს, მაგრამ მხოლოდ ერთი ვადით, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს გაუცვლის ადგილს.
"ალბათ ვლადიმერ პუტინი არ დააყენებს თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში. ორი ვადა საკმარისია და მას ეს ორი ვადა უკვე ჰქონდა. რას გააკეთებენ ისინი მომავალში, შესაძლოა მან მედვედევს კვლავ გაუცვალოს ადგილი", _ განაცხადა მიხეილ გორბაჩოვმა ბრიტანული ტელეარხის "სქაი ნიუსისათვის" მიცემულ ინტერვიუში.
ამას გარდა, გორბაჩოვი აცხადებს, რომ მოცემულ მომენტში რუსეთი დემოკრატიული სახელმწიფოსაკენ მიმავალი გზის შუაშია გაჩერებული. ხოლო იმისათვის, რომ მან ამ გზაზე წინ წაიწიოს ქვეყანაში "ოპოზიციის დახრჩობა" უნდა შეჩერდეს. ამაზე კი ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი ბრალს კრემლის ე.წ. რუხ კარდინალს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ვლადისლავ სურკოვს სდებს. გორბაჩოვი ასევე აცხადებს, რომ რამდენიმე წლის წინ მან დააპირა მონაწილეობა მიეღო დამოუკიდებელი პარტიის ჩამოყალიბებაში და პირადად სურკოვმა განუცხადა მას, რომ ეს "ტყუილად დროის კარგვაა და მათ პარტიას არასოდეს დაარეგისტრირებენ", _ აცხადებს გორბაჩოვი.